ფეხბურთი

15:20 | 2.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ჩიჩარიტო "სევილიას" ფეხბურთელია

ესპანურმა „სევილიამ“ ლონდონის „ვესტ ჰემიდან“ ხავიერ ერნანდესი, იგივე ჩიჩარიტო დაიმატა. როგორც ანდალუზიური გუნდის ვებგვერდი იტყობინება, მექსიკელმა ფეხბურთელმა სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

გარიგების ღირებულება ოფიციალურად არ გაჟღერებულა, მაგრამ ესპანური მედიის ცნობით, ინგლისურმა გუნდმა 8 მილიონი გირვანქა სტერლინგი მიიღო.

31 წლის ჩიჩარიტოს მექსიკის ნაკრებში 108-ჯერ უთამაშია და 51 გოლის გატანა მოახერხა. „ვესტ ჰემამდე“ კი „გვადალახარას“, „მანჩესტერის“, „რეალისა“ და „ლევერკუზენის“ რიგებში უთამაშია.

0.112455