US OPEN-ის 1/8-ფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩი სტანისლას ვავრინკასთან 4:6, 5:7, 1:2-ბრეიკით აგებდა, რა დროსაც, ტრავმის გამო, შეხვედრა შეწყვიტა.
ATP-ის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ნოვაკს მარცხენა მხრის ტრავმა აწუხებს.
პირველ სეტში 2:2-ზე შვეიცარიელი ბრეიკს ასრულებს და სეტებში დაწინაურდა. მეორე პარტიაში ნოლე 4:1-ს იგებდა, თუმცა ვავრინკამ მოახერხა და მეტოქის ჩაწოდება ორჯერ აიღო. მესამე სეტში სტანისლასი 2:1-ს ბრეიკით დაწინაურდა, ჯოკოვიჩიც მიხვდა რომ შეხვედრის შემოტრიალება გაუჭირდებოდა და მატჩი შეწყვიტა.
1/4-ფინალში ვავრინკა დანილ მედვედევს დაუპირისპირდება, შეხვედრა სამ სექტემბერს გაიმართება.