ფეხბურთი

17:15 | 1.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

კარილიო "ლეგანესში" კვლავ იჯარის წესით ითამაშებს

არგენტინელი თავდამსხმელი გიდო კარილიო "საუთჰემპტონმა" "ლეგანესში" კვლავ იჯარის წესით გაუშვა. აღნიშნული ინფორმაცია ესპანური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

"წმინდანებმა" კარილიო 2018 წლის დასაწყისში "მონაკოდან" 22 მილიონ ევროს სანაცვლოდ დაიმატა. "საუთჰემპტონის" რიგებში კარილიომ 10 მატჩი ჩაატარა და ზაფხულში "ლეგანესში" გადავიდა, სადაც 33 მატჩში ექვსი გოლი გაიტანა.

0.117835