"ევერტონის" აწ უკვე ყოფილი შემტევი კევინ მირალიასი კარიერას "ანტვერპენში" გააგრძელებს. ბელგიურ კლუბთან 31 წლის ფეხბურთელმა ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. აღნიშნული ინფორმაცია "ანტვერპენის" ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
მირალიასი "სტანდარდის" აკადემიის აღზრდილია და ბელგია 2003 წელს 15 წლის ასაკში დატოვა. მას შემდეგ კევინმა "ლილში", "სენტ-ეტიენში", "ოლიმპიაკოსში", "ევერტონსა" და "ფიორენტინაში" ითამაშა. ყველაზე მეტი მატჩი მირალიასმა ლივერპულელთა რიგებში ჩაატარა, სადაც 186 შეხვედრაში თავი 38 გოლით და 34 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.