ფეხბურთი

23:16 | 31.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

"შალკემ" 'ბარსელონას" ფეხბურთელი იჯარის წესით დაიმატა

ესპანეთის 19-წლამდელთა ნაკრების და "ბარსელონას" მცველი ხუან მირანდა 2019/20 წლების სეზონს იჯაის წესით "შალკეში" გაატარებს. აღნიშნული ინფორმაცია გერმანული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

მირანდამ ვარჯიში "ბეტისის" აკადემიაში დაიწყო და "ბარსელონას' 17-წლამდელთა გუნდს 2014 წელს შეუერთდა. ხუანი სარეზერვო გუნდში 2018 წლიდან თამაშობს და 30 შეხვედრაში ორი გოლი გაიტანა. პირველ გუნდში კი მირანდამ ოთხი შეხვედრა ჩაატარა, მათ შორის ერთი ჩემპიონთა ლიგაზე "ტოტენჰემის" წინააღმდეგ.

0.127479