ფეხბურთი

19:10 | 31.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ტორპედომ" გამარჯვების გემო გაიხსენა

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 26-ე ტურში ქუთაისის "ტორპედომ" "ვიტ ჯორჯიას" წყალტუბოში დაუხვდა და 1:0 დაამარცხა. მატჩის ერთადერთი გოლი 72-ე წუთზე რაფაელ ჩუკვურამ გაიტანა. ქუთაისელებს ევროპა ლიგის საკვალიფიაციო ეტაპის შეხვედრების ჩათვლით შვიდმატჩიანი მოუგებელი სერია ჰქონდა.

"ტორპედომ" ჩემპიონატში მე-11 მატჩი მოიგო და ჯამში დაგროვებული 38 ქულით მეოთხე პოზიციაზე იმყოფება. "ვეტერინარები" კი 17 ქულით ბოლო ადგილზე არიან. "ვიტ ჯორჯია" მომდევნო მატჩს თბილისის "დინამოსთან" ჩაატარებს, ხოლო "ტორპედო' სტუმრად "ჩიხურას" დაუპირისპირდება.

0.116512