ფეხბურთი

16:45 | 31.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსმა" ჩრდილოეთ კორეელი ფეხბურთელი შეიძინა

იტალიის ჩემპიონმა „იუვენტუსმა“ „კალიარიდან“ ჩრდილოეთ კორეელი ფეხბურთელი კვანგ-სონ ჰანი გაიფორმა. ჯერჯერობით ინფორმაცია ოფიციალურად არ დადასტურებულა, მაგრამ აზიელი ტურინში გუშინ ჩავიდა და უახლოეს ხანებში კონტრაქტსაც გააფორმებს.

ტურინელებს 20 წლის თავდამსხმელის შეძენა 5 მილიონი ევრო დაუჯდათ. აღსანიშნავია, რომ ჰანს „იუვე“ არ გაანათხოვრებს და პირველ გუნდთან ერთად ვარჯიშის შესაძლებლობას მისცემს გამოცდილების მიღების მიზნით, ხოლო თამაშით „იუვენტუსის“ 23-წლამდე გუნდში ითამაშებს, რომელიც სერია C-ში ასპარეზობს.

ჩრდილოეთ კორეელს „კალიარის“ რიგებში დებიუტი 2017 წელს ჰქონდა. ბოლო ორი სეზონი კი იჯარით სერია B-ს ბინადარ „პერუჯაში“ გაატარა, სადაც 37 მატჩში 11 გოლი გაიტანა.

0.122893