ძიუდო

15:15 | 31.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

თუშიშვილი ნახევარფინალში დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს

ქართველი ძიუდოისტი გურამ თუშიშვილი ტოკიოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში დამარცხდა. +100 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველმა ტიტულის დაცვა ვერ მოახერხა და შეხვედრა იაპონელ ჰისაოში ჰარავასასთან იპონით დათმო. ჩვენებური ახლა ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს, მისი მეტოქე კი ჰოლანდიელ როი მეიერი იქნება.

აქვე გეტყვით, რომ გურამი მსოფლიო ჩემპიონატზე მეორე წრიდან ჩაერთო და A ჯგუფში ინდოელი შუბჰამ კუმარსა 17 წამში იპონით დაამარცხა, შემდეგ კი ტაჯიკ ტემურ რახიმოვს ასევე იპონით სძლია. მეოთხედფინალში თუშიშვილმა ჰოლანდიელ ჰენკ გროლის ადვილად მოუგო და ნახევარფინალში გავიდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების ღირსებას ტოკიოში 10 ძიუდოისტი იცავდა, რომელთაგანაც ლუხუმ ჩხვიმიანმა 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა. ბრინჯაოს კი 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლუკა მაისურაძე დაეუფლა.

0.115522