ჩოგბურთი

4:57 | 31.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი 118-ე ჩოგანს ვერ გაუმკლავდა

27 წლის ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი აშშ-ს ღია პირველობას მე-3 წრეში გამოეთიშა.

ნიკამ გერმანელ დომინიკ კოეპფერს ვერაფერი მოუხერხა და მსოფლიოს 118-ე ჩოგანთან 2:42 სააათში 3:6, 6:7 (5:7), 6:4, 1:6 დამარცხდა.

საქართველოს პირველი ჩოგანი ამჯერადაც თავისმა უყურადღებო თამაშმა აზარალა. მან 14 ორმაგი და 68 უნებლიე შეცდომა დაუშვა, რამაც თამაშის გადარჩენის შანსი მოუსპო.

მართალია, ბასილაშვილმა ნიუ იორკში შარშან გამომუშავებული 180 ქულიდან მხოლოდ 90 დაიცვა, ის ლაივ-რეიტინგში მაინც მისთვის სარეკორდო მე-15 ადგილზე იმყოფება.

0.109361