ქართველი ჩოგბურთელი სოფო შაფათავა ყაზახეთის ქალაქ ალმათიში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 25 ათასი) წყვილთა თანრიგის ფინალში გავიდა და ხვალ, ტიტულისთვის იბრძოლებს.
შაფათავა და ყირგიზი კსენია პალკინა შეჯიბრში მე-3 განთესვით ჩაებნენ და საწყის რაუნდში ყაზახურ-რუსული დუეტი (ჩურშინა-მიხაილოვა) 6:0, 6:2 დაამარცხეს, მეოთხედფინალში რუსებს (კოლესნიკოვა-ვაინბერგი) 6:2, 6:1 სძლიეს, ნახევარფინალში კი პირველი რეიტინგის მქონე უზბეკებს (აბდურაიმოვა-ანანმურადოვა) 7:6 (7:5), 7:6 (7:3) მოუგეს.
გადამწუვეტ შეხვედრაში შაფათავა და პალკინა სერბ ჩუროვიჩსა და რუს სილიჩს გაეჯიბრებიან, რომლებიც მე-4 განთესვითჱირჯებიან.
ერთეულთა ბადის მე-2 წრეში მე-4 რეიტინგით მოთამაშე შაფათავა თურქ ზეინეპ სონმეზს ვერ გაუმკლავდა – 4:6, 4:6.
ქართველ ჩოგბურთელთა გარეშე გაგრძელდება ბათუმში მიმდინარე 15-ათასიანი ტურნირი. ერთეულთა ბადეში 4 მასპინძელი მოხვდა, რომელთაგან ერთადერთი მატჩი მხოლოდ ზოზია ქარდავამ მოიგო. წყვილებში თამარ გაგოშიძე და ნინო ნაცვლიშვილი ნახევარფინალში დამარცხდნენ.
ჰოლანდიურ ჰარენში მიმდინარე 15-ათასიან შეჯიბრს მეოთხედფინალში გამოეთიშა ალექსანდრე მეტრეველი, რომელმაც მე-5 ნომრად განთესილ გერმანელ მარვინ ნეტუშილთან 3:6, 2:6 წააგო. წყვილებში სანდრო პირველივე რაუნდში დამარცხდა.