ფეხბურთი

17:32 | 30.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

სუპერკლასიკო კოპა ლიბერტადორესზე - ამჯერად ნახევარფინალში

ლიბერტადორესის თასის ნახევარფინალში სუპერკლასიკო გველოდება: „რივერი“ – „ბოკა“. შარშანდელი ფინალის რიმეიქი და ადვილი წარმოსადგენია რა მოხდება მომავალ ორ დაპირისპირებაში.

„ბოკას“ შემდეგ ნახევარფინალში გასვლა „რივერმაც“ მოახერხა. მარსელო გალიარდოს გუნდს პარაგვაის „სერო პორტენო“ შინ 2:0 ჰყავდა დამარცხებული და სტუმრად მოპოვებული უპირატესობა შეინარჩუნა.

თუმცა, „რივერს“ ნერვიულობა მაინც მოუწია. მე-8 წუთზე ვეტერანმა ნელსონ ჰაედო ვალდესმა მასპინძლები წინ გაიყვანა და ორმატჩიან დუელში ანგარიშის სხვაობა შეამცირა. თუმცა, „სერო პორტენოს“ იმედებს წყალი მეორე ტაიმის დასაწყისში გადაესხა, როცა დე ლა ლა კრუზ არკისამ გაათანაბრა.

ამრიგად, კოპა ლიბერტადორესზე ნახევარფინალები სრულად დაკომპლექტდა. ერთი რამ ამთავითვე ცხადია, რომ ფინალი ბრაზილიურ-არგენტინული იქნება, რადგან ნახევარფინალში ბრაზილიური გუნდები „გრემიო“ და „ფლამენგო“ ერთმანეთს ხვდებიან, ხოლო მეორეს მხრივ, შარშანდელი ფინალისტები „რივერ პლეიტი“ და „ბოკა“ ხუნიორსი“ მეორე გამარჯვებულს გაარკვევენ.

ნახევარფინალის კალენდარი ასეთია:

2 ოქტომბერი: „რივერ პლეიტი“ – „ბოკა ხუნიორსი“

3 ოქტომბერი: „გრემიო“ – „ფლამენგო“

23 ოქტომბერი: „ბოკა ხუნიორსი“ – „რივერ პლეიტი“

24 ოქტომბერი: „ფლამენგო“ – „გრემიო“

„სერო პორტენიო“ – „რივერ პლეიტი“ 1:1

გოლები: 1:0 ვალდესი (8), 1:1 დე ლა კრუზი (52)

0.137329