ძიუდო

13:17 | 30.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლიპარტელიანს ბრინჯაოს შანსი აქვს

საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების კაპიტან ვარლამ ლიპარტელიანს (100 კგ.) 2019 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი აქვს.

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე ტურნირზე ვარლამმა ესტონელ გრიგორი მინასკინს 3 შიდო აჰკიდა, ფრანგი ალექსანდრ იდირი ვაზარით დაამარცხა, შემდეგ კი, პორტუგალიელ ჟორჟე ფონსეკასთან იპონზე დაეცა.
ამგვარად, ლიპარტელიანი რეპეშაჟში გადაერთო, სადაც ჰოლანდიელ მიხალ კორელს გაეჯიბრება, გამარჯვების შემთხვევაში კი, ბრინჯაოს სამხრეთკორეელ გუჰამ ჩოსა და რუს ნიაზ ილიასოვის ნახევარფინალურ წყვილში დამარცხებულს შეეცილება.
ვთქვათ ისიც, რომ ფინალის მე-2 საგზურისთვის ხსენებული ფონსეკა და აზერბაიჯანელი ელმარ გასიმოვი იბრძოლებენ, რეპეშაჟში კი იაპონელი აარონ ვულფი და კანადელი შადი ელჰანასიც არიან გადასულნი.

ფინალური ბლოკი სტარტს 14:00 საათზე აიღებს.

0.134722