ფეხბურთი

18:00 | 30.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

„ბარსელონას“ სამმა ფეხბურთელმა უარი თქვა ნეიმარის ტრანსფერში მონაწილეობაზე

„ბარსელონას“ ფრანგმა მცველმა, ჟან-კლერ ტობიდომ, უარი შეუთვალა „პარი-სენ ჟერმენს.“ მხარეები მის ნეიმარის ტრანსფერში ჩართვას აპირებდნენ. პარიზში გადაბარგებაზე უარი თქვეს უსმან დემბელემ და ივან რაკიტიჩმაც. - წერს El Mundo Deportivo.

გამოცემის ცნობით, ტობიდოს, დემბელესა და რაკიტიჩის გარდა, კატალონიური კლუბი პარიზელებს 130 მილიონ ევროს სთავაზობდა. მიუხედავად ამისა, „ბარსელონაში“ მიაჩნიათ, რომ ტრანსფერი მაინც განხორციელდება. კლუბის სპორტულმა დირექტორმა ხავიერ ბორდასმა დაადასტურა, რომ ნეიმარის დაბრუნებაზე მიმდინარე მოლაპარაკებები თითქმის დასრულებულია.

გასულ სეზონში ბრაზილიელმა, პსჟ-ის მაისურით, ყველა ტურნირში 28 მატჩი გამართა, 23 ბურთი გაიტანა და 13 საგოლე პასი შეასრულა.

0.110452