მონაკოში, ჩემპიონთა ლიგის წილისყრის პარალელურად, 2018-2019 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი და საუკეთესო მოთამაშეები პოზიციების მიხედვით გამოავლინეს.
საუკეთესო მეკარე - ალისონი („ლივერპული“, ბრაზილია)
საუკეთესო მცველი - ვირჯილ ვან დაიკი („ლივერპული“, ჰოლანდია)
საუკეთესო ნახევარმცველი - ფრენკი დე იონგი („აიაქსი“, ჰოლანდია)
საუკეთესო თავდამსხმელი - ლიონელ მესი („ბარსელონა“, ესპანეთი)
საუკეთესო ფეხბურთელი - ვირჯილ ვან დაიკი („ლივერპული“, ჰოლანდია)
აღსანიშნავია, რომ ვან დაიკმა ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს აჯობა, რომლებიც დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდნენ, მაგრამ გამარჯვება ჰოლანდიელ მცველს დარჩა.