კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის (FIBA) პეკინის XXI კონგრესზე 156 ქვეყნის ეროვნულმა ფედერაციამ FIBA-ს ახალი პრეზიდენტი აირჩია. ფედერაციის პრეზიდენტი გახდა ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტი და FIBA-აფრიკის პრეზიდენტი მალიელი ჰამანე ნიანგი, რომელიც ადრე სათავეში ედგა მალის კალათბურთის ფედერაციას და ასევე იყო მალის სპორტის მინისტრი.
„დღეს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობას ვუხდი ყველა ეროვნულ ფედერაციას. პირობას ვდებ, პასუხისმგებლობით მოვეკიდები ჩემზე დაკისრებულ მოვალეობას, ვიდგები FIBA-ს სამსახურში, მსოფლიოს ყველა კუთხეში დავიცავ ჩვენი საყვარელი სპორტის ინტერესებს. ერთად შეგვიძლია გავხდეთ ყველაზე პოპულარული სპორტული ოჯახი," - განაცხადა ჰამანე ნიანგმა, რომელმაც FIBA-ს პრეზიდენტის სავარძელი ოთხი წლის ვადით დაიკავა.
www.geonoc.org.ge