ქართველმა ჩოგბურთელმა ალექსანდრე მეტრეველმა წარმატებული სტარტი აიღო ჰოლანდიურ ჰარენში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე, რომლის საპრიზო ფონდი 15 ათასი დოლარია.
მეტრეველმა პირველ წრეში პირველ ნომრად განთესილ ირლანდიელ საიმონ კარს 6:3, 6:2 სძლია, მერვედფინალში კი ძალებს ჰოლანდიელ ამადატუს ადმირაალთან მოსინჯავს.
წყვილთა შეჯიბრში მეტრეველი და არგენტინელი ხუან იგნასიო გალარზა გერმანულ დუეტს (მუშეიტესი-სეიფერტი) ვერ გაუმკლავდნენ – 2:6, 3:6.