ძიუდო

11:16 | 29.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ღვინიაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატს ადრეულ ეტაპზე გამოეთიშა

ქართველმა ძიუდოისტმა ბექა ღვინიაშვილმა (90 კგ.) იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე 2019 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი უსახელოდ დაასრულა.

ღვინიაშვილს საწყის ორთაბრძოლაში არ გასჭირვებია და ინდოელი აიაი დევილალ მისტრისთან ვაზარის იქვე შებოჭვა მიაყოლა, შემდეგ კი, მოულოდნელი მარცხი განიცადა.
ჰოლანდიელ იესპერ სმინკთან შეხვედრაში დამატებითი დრო მიდიოდა, როდესაც ღვინიაშვილმა მორიგი ილეთი წამოიწყო, თუმცა, კონტრშეტევაზე მოჰყვა და იპონზე დაეცა. არადა, ამ დროს ჰოლანდიელს 2 შიდო ჰქონდა და აქტიურობა მას უფრო მართებდა. სათქმელია ისიც, რომ მე-2 შერკინების კვალობაზე, ბექა უჩვეულოდ დაღლილი გახლდათ...
ამგვარად, საქართველოს ნაკრებს მსოფლიოს პირველობაზე 2 მონაწილეღა შემორჩა. ხვალ, ტატამზე გუნდის კაპიტან ვარლამ ლიპარტელიანს (100 კგ.) ვიხილავთ, შაბათს კი, საქმეში მძიმეწონოსანი (+100 კგ.) გურამ თუშიშვილი ჩაერთვება.

0.121671