ფეხბურთი

10:49 | 29.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

კეილორ ნავასი „რეალიდან“ „პარი სენ-ჟერმენში“ გადავა

მადრიდის „რეალის“ მეკარე, კეილორ ნავასი, უახლოეს ხანში „პარი სენ-ჟერმენის“ მოთამაშე გახდება - გვამცნობს El Chiringuito TV. პარიზული კლუბი 32 წლის მეკარეში 13 მილიონ ევროს გადაიხდის.

ნავასი „რეალში“ 2014 წლის ზაფხულში გადავიდა „ლევანტედან“ და მისი ტრანსფერი 10 მილიონი ევრო დაჯდა. გასულ სეზონში მას საკლუბო დონეზე მატჩებში მონაწილეობა არ მიუღია.

კოსტარიკელის კონტრაქტს „სამეფო კლუბთან,“ გაისად ზაფხულში ეწურება ვადა. „რეალში“ ყოფნის ხუთი წლის მანძილზე, ნავასმა 12 ჯილდო მოიგო. მათ შორის, ზედიზედ სამჯერ ჩემპიონთა ლიგა.

0.122867