საფრანგეთის ლიგა 1-ის მესამე ტურის დასკვნითი მატჩი „ნიცასა“ და „მარსელს“ შორის 10 წუთით შეწყდა. სტადიონ „რივიერაზე“ ადგილობრივმა ქომაგებმა ჰომოფობიური ბანერები გადმოფინეს, რის გამოც მთავარმა მსაჯმა მატჩი დროებით შეწყვიტა.
კლემენ ტურპინმა ფეხბურთელებს მოუწოდა, რომ გასახდელში შესულიყვნენ, რის შედეგადაც 26-ე წუთიდან 37-ე წუთამდე თამაში შეწყდა.
ფეხბურთელებს კი გულშემატკივრების დამშვიდება მოუწიათ. „ნიცას“ ფეხბურთელმა ვილან სიპრიენმა კომენტარიც გააკეთა: „ჩვენ დისკრიმინაციის წინააღმდეგნი ვართ, მაგრამ არ შეიძლება მატჩების შეწყვეტა, რადგან არსებობენ იდიოტები, რომლებიც იწყებენ შეურაცხყოფას“.