თბილისში FIBA 3×3 ევროპის თასი U18 გაიმართება. ევროპის პრესტიჟული ტურნირი 6, 7 და 8 სექტემბერს რიყის პარკში ჩატარდება და მასში მონაწილეობას 16 ქვეყნის 24 (12 გოგონების, 12 ვაჟების) გუნდი მიიღებს.
ევროპის თასისთვის იბრძოლებენ საქართველოს გოგონებისა და ბიჭების ნაკრები გუნდებიც.