ინგლისური „ბოლტონ უონდერერსი“ გაკოტრების პირასაა. ერთ დროს პრემიერლიგის მუდმივი ბინადარი ამჟამად სერიოზულ ფინანსურ კრიზისშია და თუ დადგენილ ვადებში პრობლემას არ მოაგვარებს, პროფესიული ლიცენზია შეუჩერდება.
Sky Sports-ის ინფორმაციით, „ბოლტონის“ ხელმძღვანელობას 14 დღე მიეცა იმისთვის, რომ კლუბი ახალ მფლობელს მიასხვისონ ან ფინანსური გადახდისუნარიანობის გარანტიები წარმოადგინონ.
„ბოლტონ უონდერერსი“ 1874 წელს დაარსდა და ამჟამად ინგლისის ლიგა 1-ში თამაშობს, სადაც 11 ქულა აქვს დაკლებული და ბოლო ადგილზე იმყოფება. თუმცა, 21-ე საუკუნის დასაწყისში ინგლისის პრემიერლიგაში სერიოზულ ძალას წარმოადგენდა.