ჩოგბურთი

14:15 | 28.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

შაფათავას წარმატებული სტარტი ყაზახეთში

ქართველმა ჩოგბურთელმა სოფო შაფათავამ წარმატებული სტარტი აიღო ყაზახეთის ქალაქ ალმათიში დაწყებულ საერთაშორისო ტურნირზე, რომლის საპრიზო ფონდიც 25 ათასი დოლარია.

მე-4 ნომრად განთესილმა ბოლქვაძემ პირველ წრეში კვალიფიკაციის ერთ-ერთი გამარჯვებული სოფია ლიხაჩევა (რუსეთი) 6:3, 6:2 დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა, სადაც თურქ ზეინეპ სონმეზს გაეჯიბრება.
წყვილთა შეჯიბრში შაფათავა და ყირგიზი კსენია პალკინა მე-3 განთესვით ჩაებნენ, საწყის რაუნდში ყაზახ ჩურშინასა და რუს მიხალკოვას 6:0, 6:2 სძლიეს და მეოთხედფინალში რუსულ დუეტს (კოლესნიკოვა-ვაინბერგი) ეთამაშებიან.

0.113433