„ბარსელონას“ ხორვატმა ნახევარმცველმა, ივან რაკიტიჩმა, შესაძლოა კატალონიური კლუბი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას დატოვოს - გვამცნობს Sport.es. რაკიტიჩს კარიერის გაგრძელების ორი ვარიანტი აქვს. ერთი პსჟ, მეორე - „იუვენტუსი.“
წყაროს ინფორმაციით, უფრო სავარაუდო „პარი სენ-ჟერმენია.“ 31 წლის ხორვატი შეიძლება მოლაპარაკებისას, ნეიმარის ტრანსფერში ჩართონ. თუ პარიზელები უარს იტყვიან, არ არის გამორიცხული, ის „იუვენტუსში“ გადაბარგდეს. ტურინელები მზად არიან რაკიტიჩი ერთწლიანი იჯარით აიყვანონ.
თავად ფეხბურთელს „ბარსელონაში“ დარჩენა სურს, რომელთან კონტრაქტიც, გაისად ზაფხულში ეწურება.