„მანჩესტერ იუნაიტედის“ ჩილელი შემტევი, ალექსის სანჩესი, მილანის „ინტერში“ გადავა - წერს საკუთარ ტვიტერში ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო.
ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს „ინტერი“ სანჩესის იჯარით აყვანას აპირებდა მიმდინარე სეზონის ბოლომდე, შემდგომი გამოსყიდვის უფლებით. პრობლემას ჩილელის ძალიან მაღალი ხელფასი წარმოადგენდა - 390 ათასი გირვანქა კვირაში. იტალიური კლუბი მზად იყო მხოლოდ ამ თანხის ნახევარი გადაეხადა.
„მანჩესტრში“ სანჩესი ლონდონის „არსენალიდან“ 2018 წლის დასაწყისში გადავიდა. გასულ სეზონში კი 27 მატჩში მხოლოდ 2 ბურთი გაიტანა და 4 საგოლე პასი მიითვალა.