დუაიტ ჰოვარდი "ლეიკერსის" კალათბურთელი გახდა, აღნიშნულ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
ჰოვარდი "ლეიკერსში" 39-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. კონტრაქტის დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
დუაიტი ლოს ანჯელესურ კლუბში 2012/13 წლების სეზონში თამაშობდა, მაშინ ცენტრი საშუალოდ ერთ მატჩში 17.1 ქულას და 12.2 მოხსნას აგროვებდა.
განვლილ სეზონში ჰოვარდი "ვაშინგტონის" ღირსებას იცავდა, სადაც საშუალოდ 12 ქულას და 9 მოხსნას აკეთებდა.