სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ჩოგბურთი

21:36 | 27.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ფედერერი წლის შემაჯამებელ ტურნირზე ითამაშებს

ამერიკის ღია პირველობის პირველ წრეში როჯერ ფედერერმა სამიტ ნაგალი 4:6, 6:1, 6:2, 6:4 დაამარცხა.

ამ გამარჯვებით როჯერმა წლის შემაჯამებელ ტურნირზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

„მიხარია, რომ ლონდონში წელსაც ვითამაშებ. ეს ჩემთვის მთავარი მიზანია. დიდი სიამოვნებაა ტოპ მოთამაშეებთან ერთად კორტზე ყოფნა“- განაცხადა 38 წლის შვეიცარიელმა.

როჯერი თავისსავე რეკორდს გააუმჯობესებს და წლის შემაჯამებელ ტურნირზე მეჩვიდმეტედ იასპარეზებს.

შემაჯამებელი ტურნირი ლონდონში 10-17 ნოემბერს გაიმართება. ფედერერის გარდა ტურნირზე ასპარეზობის უფლება ნოვაკ ჯოკოვიჩს და რაფაელ ნადალს აქვთ მოპოვებული.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.112832