ძიუდო

12:14 | 27.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

შავდათუაშვილი მერვედფინალში დამარცხდა

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მე-3 დღე ქართული დელეგაციისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა. ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ.) მერვედფინალში დამარცხდა და ბრძოლას ნაადრევად გამოეთიშა.

ლაშა მსოფლიო პირველობაში მე-2 წრიდან ჩაერთო და ავსტრალიელი კელვინ კნოსტერი იპონით დაამარცხა, შემდეგ ამავე ილეთით არაბეთის გაერთიანებული ემირატების სახელით მოასპარეზე ვიკტორ სკვორცოვსაც გაუმკლავდა, ტურნირის უმთავრეს ფავორიტ – იაპონელ შოჰეი ონოსთან კი იპონით უკვე თავად დამარცხდა.
ონო ნახევარფინალში რუს დენის იარცევს შეერკინება, ფინალის მე-2 საგზურისთვის კი აზერბაიჯანის ნაკრების წევრები – რუსტამ ორუჯოვი და ჰიდაიატ ჰეიდაროვი იბრძოლებენ.
დღესვე, მედლები ქალთა 57 კგ-მდე წონით კატეგორიაში გათამაშდება და მასპინძლები პირველობისთვის ბრძოლას აქაც განაგრძობენ. ნახევარფინალები ასე გახლავთ დაკომპლექტებული: ცუკასა იოშიდა (იაპონია) – რაფაელა სილვა (ბრაზილია), კრიტა დეგუჩი (კანადა) – იველინა ილიევა (ბულგარეთი).
ფინალური ბლოკი სტარტს თბილისის დროით 14:00 საათზე აიღებს.

0.125201