საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება. ლევან ბაჯელიძის გუნდი წლის სადებიუტო შეხვედრას ბოსნია-ჰერცეგოვინის წინააღმდეგ 30 აგვისტოს, სტუმრად გამართავს.
ამ დროისთვის ქალთა ნაკრები 18 ფეხბურთელის შემადგენლობით ემზადება. ბოსნია-ჰერცეგოვინიდან დაბრუნების შემდეგ, 3 სექტემბერს ქართველი გოგონები, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჯგუფის ფავორიტს, იტალიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდებიან.
ბოსნია-ჰერცეგოვინაში გამგზავრებამდე კი, ქართველი გოგონები 27 აგვისტოს, ტექნიკურ ცენტრ ბასაზე ღია ვარჯიშს გამართავენ. მედიის წარმომადგენლებს საწვრთნელი პროცესის გადაღება 18:00 საათიდან შეუძლიათ.
საქართველოს ქალთა ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: თეონა სუხაშვილი (“ერეგლი ბელედიესპორი”, თურქეთი), თათია გაბუნია (“ლანჩხუთი”).
მცველები: ნინო სუთიძე (“ნიკე”, თბილისი), ნინო ჩხარტიშვილი (“ლანჩხუთი”), მარიამ კალანდაძე (“ლანჩხუთი”), ელენე რაუხი (“ნორჩი დინამო”, თბილისი), გვანცა ქადაგიშვილი (“ნიკე”, თბილისი).
ნახევარმცველები: ნინო პასიკაშვილი (“ნიკე”, თბილისი), ხატია ჭყონია (“ლანჩხუთი), თეონა თოდაძე (“ლანჩხუთი”), თეონა ბაქრაძე (“ჰაკარი გუჯუ, თურქეთი), მარიამ დანელია (“ლანჩხუთი”), თამარ ეპიტაშვილი (“ნორჩი დინამო”, თბილისი), ირინა ხაბურზანია (“ლანჩხუთი”).
თავდამსხმელები: ანა ჩემინავა (“ჟალგირისი”, ვილნიუსი, ლიტვა), ლელა ჭიჭინაძე (“ედნისტ-პლისკი”, უკრაინა), ნათელა წოწერია (“ლანჩხუთი”), თამრიკო სალუქვაძე (“ლანჩხუთი”).
www.gff.ge