გიორგი ხარაიშვილმა შვედეთის ალსვენსკანის 21-ე ტურში გოლის გატანა მოახერხა. ჩვენებურის „გიოტებორგმა“ „კალმარი“ საკუთარ მოედანზე 4:0 გაანადგურა და ქართველმა 61-ე წუთზე თავური დარტყმით ანგარიში 3:0 გახადა.
თუმცა, მატჩს სხვა გმირი ჰყავდა - რობინ სიოდერი, რომელმაც ჰეთ-თრიქი გაიფორმა და საკუთარი გუნდის გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო.
ხარაიშვილმა კი მოედანზე 89 წუთი გაატარა და გოლის გარდა, ყვითელი ბარათიც მიიღო, მეტოქესთან წაკინკლავების გამო.
ვთქვათ, რომ „გიოტებორგს“ 21 ტურის შემდეგ 38 ქულა აქვს და მე-6 პოზიციაზეა, ხოლო ქართველმა შემტევმა 20 მატჩში 4 გოლსა და 7 საგოლე გადაცემას მოუყარა თავი.