სხვა

17:03 | 26.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

განახლებული ბანძუკე სექტემბრის ბაშოს წინ
ტოჩინოშინმა ოძეკის წოდება შეინარჩუნა

იაპონიის სუმოს ასოციაციამ განახლებული ბანძუკე (რეიტინგ-სია) გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც სუმოისტები სექტემბერში დაგეგმილ აკი ბაშოზე წარსდგებიან.

მიუხედავად იმისა, რომ ივლისის სუპერტურნირიდან ტრავმის გამო ნაადრევად მოეხსნა, მცირე წინსვლა განიცადა ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილმა ლევან გორგაძემ.
ქართველი დასავლეთის მე-2 ოძეკის წოდების ნაცვლად, აღმოსავლეთის მე-2 ოძეკი იქნება, თუმცა, იოლი ამოცანა ნამდვილად არ აქვს შესასრულებელი, რადგანაც კადობანში იქნება ჩაყენებული. ქართველმა სეკიტორმა მინიმუმ 8 ორთაბრძოლა უნდა მოიგოს, რათა ოძეკის ტიტული შეინარჩუნოს.
ბანძუკეში ტოჩინოშინის წინ მხოლოდ იოკოძუნები კაკურიუ და ჰაკუჰო და ოძეკები – ტაკაიასუ და გოეიდო იქნებიან. სეკივაკეების რანგში იასპარეზებენ მიტაკეუმი და ტაკაკეიშო, ხოლო აბი და ენდო კომუსუბის წოდებას ფლობენ.

რანგით მე-2 დივიზიონ ჯურიოში სერიოზული უკუსვლა განიცადა თეიმურაზ ჯუღელმა იგივე გაგამარუმ. ქართველმა გოლიათმა ივლისის ბაშოზე 15-დან მხოლოდ 3 შერკინება მოიგო, შვიდნახევარი საფეხურით დაქვეითდა და აღმოსავლეთის მე-10 ნომერი იქნება.
შეგახსენებთ, რომ აკი ბაშო 8-22 სექტემბერს გახლავთ დაგეგმილი და მას ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანი” უმასპინძლებს.

0.111764