ფეხბურთი

0:31 | 26.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბუნდესლიგა - ხუთი უდანაკარგოდ

გერმანიის ბუნდესლიგას ორი ტურის შემდეგ ხუთი უდანაკარგო გუნდი ჰყავს. „დორტმუნდს“, „ფრაიბურგსა“ და „ლევერკუზენს“ მხარი „ვოლფსბურგმა“ და „ლაიფციგმაც“ აუბეს და 6-6 ქულას მოუყარეს თავი.

იულიან ნაგელსმანის „ლაიფციგმა“ „რედ ბულ არენაზე“ ფრანკფურტის „აინტრახტს“ უმასპინძლა და მორიგი გამარჯვება იზეიმა. ანგარიში მატჩის დასაწყისშივე ტიმო ვერნერმა გახსნა, რომელმაც ერთი შეხებით მოახერხა ზუსტად დარტყა და გუნდთან კონტრაქტის გახანგრძლივება გოლით აღნიშნა. მატჩის დასრულებამდე 10 წუთით ადრე კი იუსუფ პოულსენმა კევინ ტრაპი მეორედ დაამწუხრა. დარჩენილ დროში „აინტრახტმა“ ოდენ ის მოახერხა, რომ პასიენსიამ ანგარიში დაასველა, თუმცა თავისიანები მარცხისგან ვერ დაიხსნა.

„ვოლფსბურგი“ კი დედაქალაქ ბერლინში ჩავიდა და შეიძლება ითქვას, გაისეირნა. არადა, პირველ ტურში „ჰერტამ“ მიუნხენში „ბაიერნთან“ ქულა მოიპოვა და ბუნებრივია, საკუთარ მოედანზე სეზონის პირველი მატჩის ჩაგდებას სულაც არ აპირებდა.

მიუხედავად ამისა, „მგლებისთვის“ „ოლიმპიაშტადიონზე“ ყველაფერი იდეალურად წარიმართა და მასპინძლებს სამი უპასუხო გოლი გაუტანეს. შედეგად, ბუნდესლიგას ორი ტურის შემდეგ 5 გუნდი ლიდერობს, უდანაკარგოდ.

„ლაიფციგი“ – „აინტრახტი“ 2:1 (1:0)

გოლები: 1:0 ვერნერი (10), 2:0 პოულსენი (80), 2:1 პასიენსია (89)

„ჰერტა“ – „ვოლფსბურგი“ 0:3 (0:1)

გოლები: 0:1 ვეგორსტი (9, პენ), 0:2 ბრეკალო (82), 0:3 რუსილონი (90)

თეგებიბუნდესლიგა
0.206313