ფეხბურთი

0:16 | 26.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ხოჭოლავას „შახტარმა“ ზედიზედ მეხუთე მატჩი მოიგო

შესანიშნავად დაიწყო უკრაინის ჩემპიონატი დონეცკის „შახტარმა.“ კვირას მათ ხარკოვში „მარიუპოლს“ უმასპინძლეს და 5:1 გაიმარჯვეს. ჩვენმა დავით ხოჭოლავამ 90 წუთი ითამაშა.

დუბლით გამოირჩა ტეტე, თითოც მორაეშმა, ტაისონმა (პენალტით) და ანტონიუმ გაიტანეს.

5 ტურის შემდეგ, „შახტარს“ ხუთივე მოგება აქვს და 15 ქულით ერთპიროვნულად ლიდერობს სატურნირო ცხრილს. შემდეგ, 10-10 ქულით, „დესნა“ და ლუჰანსკის „ზორია“ მოდიან.

დონეცკელთა მთავარი კონკურენტი, კიევის „დინამო,“ 7 ქულით მეოთხე ადგილზეა. თუმცა, ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

შეგახსენებთ, რომ „შახტარი“ უკრაინის ჩემპიონატის ბოლო სამი სეზონის გამარჯვებულია.

0.111357