ფეხბურთი

17:51 | 25.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერ იუნაიტედი" სანჩესის მომავალს შემდეგ კვირაში გადაწყვეტს

ჩილეს ეროვნული ნაკრების და "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელის ალექსის სანჩესის ბედი მომავალ კვირას გადაწყდება. როგორც Express-ი იუწყება, "წითელი ეშმაკები და მილანის "ინტერი" იჯარაზე მოლაპარაკებას აწარმოებენ და ყველაფერი მომდევნო რამდენიმე დღეში გადაწყდება.

ჯერჯერობით უცნობია მოლაპარაკების დეტალები, თუმცა შეიძლება იმის თქმა რომ გარიგებას ხელს სანჩესისი მაღალი ხელფასი უშლის. ჩილელი კვირაში 350,000 გირვანქა სტერლინგს იღებს, ხოლო იტალიელებს აღნიშნული თანხის გადახდა არ უნდათ.

სანჩესი "მანჩესტერ იუნაიტედში" 2018 წლის დასაწყისში გადავიდა და კონტრაქტი 2022 წლის ივლისამდე გააფორმა. "წითელი ეშმაკების" რიგებში ჩატარებულ 45 შეხვედრაში ალექსისმა ხუთი გოლი გაიტანა და ცხრა საგოლე გადაცემა შეასრულა. მიმდინარე სეზონში ფეხბურთელმა არცერთ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

0.120241