ჭიდაობა

21:11 | 3.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

კურტანიძე მინდორაშვილს ვიცე-პრეზიდენტობას სთავაზობს

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი, ვეტერანი მოჭიდავე, თავისუფალ ჭიდაობაში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი, ოლიმპიური თამაშების პრიზიორი ლუკა კურტანიძე, ასევე ვეტერან მოჭიდავეს თავისუფალ ჭიდაობაში ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური თამაშების ჩემპიონს, საქართველოს თავისუფალი სტილის მოჭიდავეთა ნაკრების აწ უკვე ყოფილ მთავარ მწვრთნელს რევაზ მინდორაშვილს საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტობას სთავაზობს.

ამის შესახებ „მსოფლიო სპორტს“ ლუკა კუტანიძემ განუცხადა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ კურტანიძემ მინდორაშვილი საქართველოს ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ნაკრების მთავარ მწვრთნელ ბეგი დარჩიასთან ერთად ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან წარუმატებელი მუშაობის გამო გადააყენა, რამაც აზრთა დიდი სხვაობა და მოჭიდავეთა შორის დაპირისპირება გამოიწვია.

0.116407