ფეხბურთი

15:07 | 24.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

"შალკე" - "ბაიერნის" მატჩების ისტორიაში კობიაშვილის გოლი საუკეთესოდ დასახელდა (+VIDEO)

გერმანიის ბუნდესლიგის მეორე ტურის ცენტრალური მატჩი გელზენკირხენში, „შალკესა“ და მიუნხენის „ბაიერნს“ შორის გაიმართება. ამასთან დაკავშირებით ბუნდესლიგის ოფიციალურმა იუთუბის არხმა ხსენებული გუნდების განვლილი დაპირისპირებები გაიხსენა და გოლების საუკეთესო ათეული გამოაქვეყნა.

საინტერესოა, რომ რობერტ ლევანდოვსკის, ბასტიან შვაინშტაიგერის, ტომას მიულერის, მარიო ბასლერის, ივან რაკიტიჩის გვერდით ლევან კობიაშვილიც აღმოჩნდა. მეტიც, ჩვენებურის გოლი ბუნდელსიგის ოფიციალურმა გვერდმა „შალკე“ – „ბაიერნის“ ისტორიაში საუკეთესოდ მიიჩნია და პირველი პოზიცია მიაკუთვნა!

2006-2007 წლების სეზონში, უფრო კონკრეტულად კი, 2006 წლის 5 ნოემბერს, ბუნდესლიგის მეათე ტურში „შალკე“ „ბაიერნს“ დაუზავდა (2:2) და კობიაშვილმა მე-20 წუთზე ოლივერ კანის კარი საჯარიმოს მისადგომებიდან უძლიერესი დარტყმით დალაშქრა. ქართველის გოლით „ხუმარები“ 2:0 დაწინაურდნენ, მაგრამ „რეკორდმაისტერმა“ იმ დღეს ქულა მაინც გადაარჩინა.

ეს კი, „შალკე“ – „ბაიერნის“ დუელში გატანილი ტოპ 10 გოლი ოდენ ბუნდესლიგის ეგიდით:

10. ნალდო („შალკე“, 2016-2017)

9. რობერტ ლევანდოვსკი („ბაიერნი“, 2016-2017

8. არტურო ვიდალი („ბაიერნი“, 2017-2018)

7. ივან რაკიტიჩი („შალკე“, 2007-2008)

6. ტომას მიულერი („ბიერნი“, 2012-2013)

5. მარიო ბასლერი („ბაიერნი“, 1998-1999)

4. ინგო ანდერბრიუგე („შალკე“, 1992-1993)

3. ბასტიან შვაინშტაიგერი („ბაიერნი“, 2012-2013)

2. მიხაელ რუმენიგე („ბაიერნი“, 1987-1988

1. ლევან კობიაშვილი („შალკე“, 2006-2007)

0.122262