ფეხბურთი

13:25 | 24.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ახალი კონტრაქტი ვან დაიკს - კვირაში ნახევარი მილიონი გირვანქა სტერლინგი!

ინგლისური „ლივერპული“ ვირჯილ ვან დაიკს ახალ კონტრაქტს სთავაზობს. ბრიტანული მედიის ცნობით, განახლებული პირობების თანახმად, ჰოლანდიელის გასამარჯელო გაიზრდება და კვირაში ნახევარ მილიონ გირვანქა სტერლინგს მიაღწევს!

უცნობია, ახალი ხელშეკრულების ხანგრძლივობა. ვან დაიკს „წითლებთან“ მოქმედი კონტრაქტი 2023 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.

შეგახსენებთ, რომ ვირჯილი „ლივერპულს“ 2018 წლის ზამთარში „საუთჰემპტონიდან“ 85 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა.

მას შემდეგ ვან დაიკი გუნდის ნამდვილ ლიდერად იქცა და დღემდე ჩატარებულ 76 მატჩში 8 გოლი გაიტანა, ხოლო თითოჯერ ჩემპიონთა ლიგა და ევროპის სუპერთასი მოიგო.

0.120956