ფეხბურთი

1:49 | 24.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: რენატო სანჩესი ლიგა 1-ში ითამაშებს

მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველი რენატუ სანჩესი ამიერიდან „ლილის“ ღირსებას დაიცავს. ფრანგული გუნდის ვებგვერდის ცნობით, პორტუგალიელ ფეხბურთელთან კონტრაქტი 2023 წლის 30 ივნისამდე გაფორმდა.

ტრანსფერის ღირებულებამ 25 მილიონი ევროდ შეადგინა. ამრიგად, სანჩესი ბუნდესლიგას სამი წარუმატებელი წლის შემდეგ ტოვებს.

ევრო 2016-ზე ჩინებული გარჯით, როდესაც სანჩესი ტურნირის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა, „ბაიერნმა“ „ბენფიკადან“ შეიძინა. თუმცა მოლოდინი არ გამართლდა.

22 წლის ნახევარმცველმა „რეკორდმაისტერის“ რიგებში ჯამში 53 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა, ერთი სეზონით კი „სუონსი სიტიში“ იყო განათხოვრებული.

0.102047