ბათუმში დასრულდა საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი "შავი ზღვის დელფინი 2019" 8, 10, 12 და 14 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის.
ტურნირი შვეიცარული სისტემით 7 ტურად გაიმართა. მონაწილეობდნენ საქართველოს, სომხეთის, რუსეთის, უკრაინის და ნიგერიის მოჭადრაკეები. ორგანიზატორები – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჭადრაკის ფედერაცია და აჭარის სპორტის დეპარტამენტი. ოთხ ასაკობრივ კატეგორიაში გამოვლინდა 40 გამარჯვებული.
ოთხივე ასაკობრივ ჯგუფში გამარჯვებული მოჭადრაკეები დაჯილდოვდნენ მედლებით, სიგელებით და ფასიანი საჩუქრებით, ხოლო ჩემპიონებს (8 მოჭადრაკე) თასებიც გადაეცათ. საჩუქრები მიიღეს ფესტივალის ყველაზე პატარა მონაწილეებმა – ნუცა ამირაჯიბმა (გორი) და სანდრო მამულაძემ (ბათუმი).
სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ ფესტივალზე ჩამოსულ მწვრთნელებსაც.
სამახსოვრო საჩუქრით მიულოცეს დაბადების დღეები შუახეველ ნინი კეკელიძესა და თბილისელ გიორგი ღურწკაიას.
გარდა ამისა, დებულებით გათვალისწინებული იყო კონკურსი მწვრთნელთა შორის. გამოვლინდა 5 გამარჯვებული: 1. ალექსი ტერ-კარაპეტიანი, ბათუმი; 2. ოთარ დოლიძე, გორი; 3. გიორგი ბეჭვაია, ზუგდიდი; 4. ლეონიდ ნეურონოვი, ბათუმი; 5. ნინო ჯვარშეიშვილი, სამტრედია; ისინი დიპლომებითა და შესაბამისი ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
ყოველდღიურად, პარტიის წინ იმართებოდა საჭადრაკო ვიქტორინები, სადაც გამარჯვებულები ფასიანი საჩუქრებით ჯილდოვდებოდნენ.
გამარჯვებულ მოჭადრაკეებზე საპრიზო ფონდი 5 000 ლარი გადანაწილდა.
გამარჯვებულები:
8 წლ. ქედელიძე ანეტა, ბათუმი; ძოწენიძე გუჯა, ქუთაისი
10 წლ. კალანდაძე მარიამ, ბათუმი; გოგიაშვილი გიორგი, ბათუმი
12 წლ. გორგილაძე ანასტასია, ბათუმი; დარსალია ნიკა, ბათუმი
14 წლ. ჟღენტი ნინო, ბათუმი; წანაწყენიშვილი ალექსანდრე, გურჯაანი
www.gcf.org.ge