ფეხბურთი

23:38 | 23.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ატლეტიკომ" შესაძლოა ბრაზილიის ნაკრების ფეხბურთელი დაიმატოს

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების და "გრემიოს" შემტევმა ევერტონ სოარესმა შესაძლოა კარიერა "ატლეტიკოში" გააგრძელოს. როგორც Radio Marca იუწყება, ესპანური და ბრაზილიური კლუბები მოლაპარაკებებს აწარმოებენ და "როხიბლანკოსი" ფეხბურთელის დამატებასთან ახლოსაა.

ევერტონი "გრემიოს" აკადემიის აღზრდილია და პირველ გუნდში 2014 წლიდან ასპარეზობს. მას შემდეგ შემტევმა 156 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 39 გოლი და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა. ბრაზილიის ნაკრებში ევერტონი 2018 წლიდან ასპარეზობს. ზაფხულში გამართულ კოპა ამერიკაზე სოარესმა ყველა მატჩში მიიღო მონაწილეობა, პერუსთან მოგებულ (3:1) ფინალურ მატჩში კი ერთი გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემაც მიითვალა.

0.114223