"საუთჰემპტონის" 31 წლის მეკარე ფრეიზერ ფორსტერი მიმდინარე სეზონს იჯარის წესით "სელტიკში" გაატარებს. აღნიშნული ინფორმაცია შოტლანდიური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
ფორსტერს გასულ სეზონში თამაში არ უწევდა და 2017/18 წლების სეზონშიც მცირე სათამაშო დრო ჰქონდა აქედან გამომდინარე მეკარე "სელტიკში" გადასვლა გადაწყვიტა. ინგლისის ეროვნულ ნაკრებში ფორსტერს ექვსი მატჩი აქვს ჩატარებული. ინგლისელი მეკარის სატრანსფერო ღირებულება რვა მილიონი ევროა.