ფეხბურთი

19:18 | 23.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბათუმის "დინამომ" ბოლნისში გაილაღა

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 25-ე ტური ბოლნისში „სიონისა“ და ბათუმის „დინამოს“ მატჩით დაიწყო. გუნდებს მიმდინარე სეზონში რადიკალურად განსხვავებული მიზან-ამოცანები აქვთ გადასაჭრელი: „დინამო“ ჩემპიონობას უმიზნებს, „სიონი“ კი ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის.

რა გამოვა ამ საქმიდან მომავალი ტურები ნათლად გამოაჩენს, მაგრამ იქამდე, „თამაზ სტეფანიაზე“ ცხადი იყო ამ ორ გუნდს შორის სხვაობა - ბათუმელებმა მეტოქე არ დაინდეს და ოთხი უპასუხო გოლი გაუტანეს.

„სიონმა“ ზღვისპირელებს ოდენ პირველი ტაიმი გაუწია კონკურენცია, ხოლო მეორე ნახევარში ვერაფერი გაახერხა. 50-ე წუთზე ჯაბა ჯიღაურის ფლანგურ გადაცემას ვლადიმერ დვალიშვილი გამოეხმაურა და თავური დარტყმით თავისი გუნდი დააწინაურა.

მერე იყო ჯოვინო ფლამარიონის შოუ, რომელმაც 71-ე წუთზე ეფექტურად ითამაშა და სხვაობა გაზარდა. ბოლოსკენ ჯიღაურმაც გაიტანა. საერთოდ, საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ჩინებულად მოერგო გია გეგუჩაძის გუნდს და სამ მატჩში 4 გოლი დაუგროვდა. უშუალოდ ამ მატჩს კი წერტილი ჯოვინომ დაუსვა და თავად დუბლი შეასრულა.

შედეგად, ბათუმის „დინამომ“ 49 ქულა დააგროვა და ისევ გაიდერდა, მაგრამ „დინამ თბილისს“ ორი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული. „სიონი“ კი, 26 ქულით ბოლოსწინა, მეცხრე პოზიციას ამაგრებს.

„სიონი“ – „დინამო“ (ბათუმი) 0:4 (0:0)

გოლები: 0:1 დვალიშვილი (50), 0:2 ფლამარიონი (71), 0:3 ჯიღაური (79), 0:4 ფლამარიონი (84)

0.11503