ფეხბურთი

23:40 | 22.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ოქსლეიდ-ჩემბერლენმა "ლივერპულთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

ინგლისელმა ნახევარმცველმა ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენმა "ლივერპულთან" კონტრაქტი ერთი წლით გაახანგრძლივა და გუნდში 2023 წლის ივლისამდე დარჩება. აღნიშნული ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

ალექსი "მერსისაიდელებმა" 2017 წელს ლონდონის "არსენალიდან" 38 მილიონ ევროს სანაცვლოდ დაიმატეს. მას შემდეგ ნახევარმცველმა "წითლების" მაისურით ყველა ტურნირზე ჯამში 47 მატჩში ხუთი გოლი გაიტანა და რვა საგოლე გადაცემა შეასრულა. ინგლისელის სატრანსფერო ღირებულება 35 მილიონი ევროა.

0.114313