კოტდივუარის ეროვნული ნაკრების და ლონდონის "ტოტენჰემის" მცველი სერჟ ორიე შესაძლოა "პარი სენ ჟერმენში" დაბრუნდეს. აღნიშნული ინფორმაცია The Sun-მა გაავრცელა. ჯერჯერობით უცნობია თუ როგორი სახის მოლაპარაკება მიმდინარებს კლუბებს შორის, საუბარია იჯარაზე თუ სრულფასოვან ტრანსფერზე.
ორიე "ტოტენჰემმა" 2017 წელს პსჟ-დან დაიმატა. აფრიკელმა მცველმა "მამლების" მაისურით 41 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ოთხი გოლი და ექვსი საგოლე გადაცემა შეასრულა. სერჟის სატრანსფერო ღირებულება 18 მილიონი ევროა.