ფეხბურთი

14:07 | 22.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

16-წლამდელებმა უეფას განვითარების თასი მოიგეს

საქართველოს 16-წლამდე ნაკრებმა (2004 წელს დაბადებულები) ლიეტუვაში დასრულებული უეფას განვითარების ტურნირი ერთი ამოსუნთქვით ჩაატარა და პირველობა არავის დაუთმო. ზურაბ ხიზანიშვილის გუნდმა მოლდოვასთან 4:0 და ბოსნიასთან 3:0 მოგებების შემდეგ მესამე, დასკვნით შეხვედრაში მასპინძელთა ნაკრები 9:0 დაამარცხა.

ჩვენი გუნდიდან გოლები წულუკიძემ (2), გოჩიაშვილმა (2), მამულაშვილმა, ჭელიშვილმა, ლაბაძემ, ხაბულიანმა და გეგიაძემ გაიტანეს.

მთავარმა მწვრთნელმა ასეთი შემადგენლობა ათამაშა: ჯოჯუა, გრიგალაშვილი, პირტახია, გოგებაშვილი, ჯანაშია, ლაბაძე, ნოზაძე, ჭელიშვილი, მამულაშვილი, წულუკიძე, გოჩიაშვილი.

შეცვლაზე შევიდნენ: ბერუაშვილი, გაფრინდაშვილი, ხიმშიაშვილი, გეგიაძე, ლაცაბიძე, ხაბულიანი, ოჩიგავა, თოდუა.

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდს გაისად ევროპის 17-წლამდე შესარჩევ ეტაპზე მოუწევს თამაში.

www.gff.ge

0.13111