ტურინის „იუვენტუსის“ მთავარვარსკვლავმა, კრიშტიანუ რონალდუმ, „ბარსელონას“ თავდამსხმელ ლიონელ მესისთან თავის დამოკიდებულებაზე უამბო ჟურნალისტებს.
„მართლაც მოხიბლული ვარ მისი კარიერით. მესიმ თქვა, რომ პრობლემები გაუჩნდა, როცა ესპანეთი დავტოვე. იმიტომ, რომ შესანიშნავი დაპირისპირება გვაქვს და ეს მხოლოდ ფეხბურთში არ ხდება. გაიხსენეთ როგორი მეტოქეები ჰყავდა მაიკლ ჯორდანს კალათბურთში. ან ფორმულა 1-ში, აირტონ სენა და ალენ პროსტი.
სპორტული დაპირისპირებები იმით გამოირჩევა, რომ ისინი ჯანმრთელია. ეჭვი არ მეპარება, რომ მესი მე უკეთესს მხდის და პირიქით. როცა რომელიმე პრიზს ვიგებ, ეს მას მეტ მოტივაციას აძლევს მომავლისთვის. ასევე ვარ მეც.
ლეოსთან ჩინებული პროფესიონალური ურთიერთობა მაქვს უკვე 15 წელიწადია. მსგავსი მომენტები გადაგვიტანია. თუმცა, ერთად არასოდეს გვისადილია. ვიმედოვნებ, მომავალში ეს მოხერხდება. ყოველ შემთხვევაში, მე არანაირი პრობლემა არ გამაჩნია.“ - ციტირებს კრიშტიანუს სიტყვებს RMC Sport.