ფრანგმა სპეციალისტმა, ალენ ჟირესმა, ტუნისის ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. 67 წლის ჟირესი აფრიკულ ნაკრებთან შარშან დეკემბრიდან მუშაობდა. მისი ხელმძღვანელობით ტუნისელებმა 12 მატჩი ჩაატარეს, 6 მოიგეს, 3 ფრედ დაამთავრეს და 3 წააგეს.
ახლახან დამთავრებულ აფრიკის ერთა თასზე, ისინი ნახევარფინალში გავიდნენ, სადაც დამატებით დროში სენეგალთან დამარცხდნენ (0:1). მესამე ადგილისთვის შეხვედრაში კი ნიგერიასთან ამავე ანგარიშით წააგეს.
შეგახსენებთ, რომ 2004-05 წლებში ჟირესი საქართველოს ნაკრებს წვრთნიდა.