ფინურ ლაჰტში მიმდინარე მესტენდურთა მსოფლიოს თასზე გამოსვლა დაასრულეს მრგვალ სტენდზე მსროლელმა ქალებმა. ნატალია პანასმა ადრინდელ მონაგარს (23, 21, 19, 23) ბოლო სერიაში 20 ქულა დაამატა, 106 ქულა დააგროვა და 35-ე ადგილზე გავიდა.
ვაჟებმა დღეს 2 სერია ისროლეს. სამწუხაროდ, კარგად აღებული სტარტი დავით ქვათაძემ ისევე კარგად ვეღარ გააგრძელა და პირველ სერიაში მოპოვებული 25 ქულის შემდეგ მეორეში 19-ს დასჯერდა. ჯერჯერობით, მის ანგარიშზე 44 ქულაა, რაც 97-ე ადგილია. გივი ქვათაძემ 39 ქულა დააგროვა (17, 22) და 124-ეა.
ვაჟები საკვალიფიკაციო სერიას ხვალ დაასრულებენ.
დასასრულს, შეგახსენებთ, რომ ეს სალიცენზიო ტურნირია, სადაც ტოკიოს ოლიმპიადის 2 საგზური გაიცემა.
ლაჰტში იმყოფება თამაზ იმნაიშვილიც - ის ტურნირის ტექნიკური დელეგატია.