სხვა

15:45 | 21.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი მსროლელები სასტენდო სროლაში მსოფლიო თასში ჩაებნენ

ფინეთის ქალაქ ლაჰტში მიმდინარეობს მსოფლიოს თასი სასტენდო სროლაში, რომელშიც საქართველოს სახელით 3 მსროლელი გამოდის: ვაჟებში - მამა-შვილი გივი და დავით ქვათაძეები ისვრიან, ქალებში კი - ნატალია პანასი, ვინც ბავშვის გაჩენის შემდეგ კვლავ უბრუნდება დიდ სპორტს.

საქართველოს სროლის სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, შეჯიბრებაში ჩვენგან უფრო ადრე სწორედ პანასი ჩაება. ქალებმა უკვე 4 სერია ისროლეს, პანასი კი 86 ქულით 26-ე ადგილზეა: 23, 21, 19, 23 ქულა.
ვაჟებმა ასპარეზობა ამ დილით დაიწყეს და ჩინებული სტარტი აიღო დავით ქვათაძემ, ვინც 25-ვე სამიზნე დააზიანა. ბუნებრივია, ის ლიდერთა ჯგუფშია. მეორე სერია მას ჯერ არ უსვრია, გივი ქვათაძემ კი ორი სერია მოამთავრა. პირველში 17, მეორეში კი 22 ქულა მოაგროვა და ჯერჯერობით 39 ქულით 123-ე ადგილზეა.

0.120806