ქართველმა ჩოგბურთელმა გიორგი ცივაძემ წარმატებული სტარტი აიღო ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მიმდინარე საერთაშირისო ტურნირზე, რომლის საპრიზო ფონდიც 15 ათასი დოლარია.
ცივაძე და ყაზახი საგადატ აიაპი წყვილთა შეჯიბრში მე-3 განთესვით ჩაებნენ და პირველ წრეში რუს რომან ბლოხინსა და ამერიკელ ვიკტორ გურევიჩს 6:4, 6:3 სძლიეს, მეოთხედფინალში კი ბრიტანულ დუეტს (ჯოუნსი-მაკკინლი) გაეჯიბრებიან.
ერთეულთა ბადეში ცივაძეს მე-8 რეიტინგი აქვს და სასტარტო შეხვედრას იტალიელ ფრანჩესკო ბესირესთან ჩაატარებს.