ფეხბურთი

12:53 | 20.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

სარი მატიუიდის არ ენდობა

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა, ბლეზ მატიუიდიმ, შესაძლოა, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე დატოვის კლუბი - გვამცნობს RMC Sport.

წყაროს მტკიცებით, „ბებერი ქალბატონის“ დამრიგებელი, მაურიციო სარი, მომავალ სეზონში 32 წლის ფრანგს ძირითადის მოთამაშედ არ მიიჩნევს და მზადაა სხვა გუნდში გაუშვას.

ის, ამ პოზიციაზე, ემრე ჯანს, მირალემ პიანიჩსა და სამი ხედირას უფრო მაღალ შეფასებას აძლევს.

ამასობაში, მატიუიდის თავისთან ხილვა „მონაკოს,“ „მანჩესტერ იუნაიტედს,“ „ევერტონსა“ და „პარი სენ-ჟერმენს“ სდომებიათ.

მატიუიდი ადრე „ტრუასა“ და „სენტ ეტიენში“ თამაშობდა, შემდეგ პსჟ-ში გადავიდა და პარიზულ კლუბში ექვს წელიწადს დაჰყო. 2017-ში კი „იუვენტუსში“ გადაბარგდა.

0.111716